logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარება საერთო სახალხო პროექტია და ვიწყებთ მის საჯარო განხილვას
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარება საერთო სახალხო პროექტია და ვიწყებთ მის საჯარო განხილვას
13:05 11.11.2019
„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებიან.

„ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს - რა ფუნქციებს შეასრულებს სახელმწიფო, რას ვთავაზობთ კერძო ბიზნესს და ა.შ. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი, ვინც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც, რეალურად, ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ, ვინაიდან, პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად, საერთო სახალხო პროექტი. შესაბამისად, გვსურს ძალიან დეტალურად გაიწეროს მისი განვითარების გეგმა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ

წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა