logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველო უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის - ეს არის მომავლის ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძე: საქართველო უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის - ეს არის მომავლის ეკონომიკა
16:43 09.11.2019
„საქართველოს აქვს ამბიცია, რომ შექმნას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, გამოიყენოს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა რესურსი და ახლა, კიდევ უფრო განვითარებული მომავლისკენ შემდეგი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების ბიზნესის განვითარებაა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Startup Grind-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განაცხადა.

რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ სტარტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება მეტი ინოვაციის, კრეატიულობისა და ურთიერთკავშირების საჭიროებაზე გაამახვილა.

„თაობებმა თავისი საქმე გააკეთეს - იბრძოლეს თავისუფლებისთვის, განავითარეს მეცნიერება და ინდუსტრია, გამოიგონეს მანქანები და თვითმფრინავები. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ვიყოთ გამომგონებლები, შევქმნათ ახალი ბიზნესი. ვიცით, რა არის საჭირო კონკურენტუნარიანი განათლების სისტემისთვის, ძლიერი ეკონომიკისა და თანამედროვე მმართველობისთვის და გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ვაქციოთ. მიზნების მისაღწევად გვჭირდება უფრო მეტი ინოვაცია, მეტი ურთიერთკავშირი, უფრო აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება, მსოფლიოს ჩვენი ნაწილი უნდა ავაშენოთ გლობალური კონტექსტის გააზრებით და მომავლის ხედვით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველომ ეფექტური ნაბიჯები უკვე გადადგა და სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია შექმნა, მათ შორის, გადასახადების შემცირება, სტარტაპ კაპიტალზე მარტივი წვდომის შესაძლებლობა და საჯარო სისტემის მოდერნიზება.

„თქვენ შეგიძლიათ, 20 წუთში, იპოვოთ ოფისი, მოძებნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, დარეგისტრირდეთ და წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი. ჩვენი სერვისების გაციფრულებით, გამჭვირვალეობითა და მომხმარებელზე მორგებული მომსახურებით გავხსენით ახალი კარები, ახალი შესაძლებლობები და კიდევ მეტია სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ვავითარებთ ინფრატსრუქტურას და ვაკეთებთ ჩვენი ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას გლობალურ ბაზრებშუ.”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ რევოლუციაში ინტერნეტის როლზეც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის განვითარების მნიშვნელობას.

„30 წლის წინ არავინ იცოდა, რომ ინტერნეტი, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ რევოლუციას გამოიწვევდა, მაგრამ ეს მოხდა. დღესაც არავის შეუძლია სრულად განჭვრიტოს, თუ რა იქნება შემდეგი ეკონომიკური გარღვევა, რომელიც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - ამიტომ, გვჭირდება ახალი ექსპერიმენტები, შესაძლებლობების აღმოჩენა. ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველა სხვა დანარჩენზე უკეთ, ეს არის კრეატიულობის, შემოქმედებითობის, წარმოსახვის განვითარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმით მომავლის ხმა. საქართველო მზად არის, უზრუნველყოს მეტი შესაძლებლობები თქვენთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა