logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია
13:40 08.11.2019
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას- „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“. წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში- „H2O Water Saving Award” . ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს“ ინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად. წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლებისგან. საზეიმო ღონისძება 2019 წლის, 6 დეკემბერს სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი. მათ შორის, საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა