logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: გიორგი კაპანაძის მიზანი მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, "ქართუ" ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია დ საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
გიორგი ცუცქირიძე: გიორგი კაპანაძის მიზანი მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, "ქართუ" ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია დ საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
22:52 07.11.2019
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს "მისი დამკვეთის - „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით", საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი "ქართუ" ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაციაა.

"გიორგი კაპანაძის ფეისბუქპოსტში მოყვანილი მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. რა თქმა უნდა მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, მისი მიზანია ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას" - წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

"რამდენიმე დღის წინ გამოვეხმაურე „ჟურნალისტ“ გიორგი კაპანაძის ფეისბუქ სტატუსს „ქართუ ბანკის“ „მევახშეობისა და კოლოსალური მოგების“ თემაზე. მაშინ ამ საკითხზე ზოგადად დავწერე რომ ,,ბანკი ქართუსთან“ დაკავშირებით მისი პოსტი არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე.

მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ცოტა უკმარისობის გრძნობა მქონდა. დეტალებში ვერ წავედი. საკითხის ირგვლივ უფრო მეტი და კონკრეტული ინფორმაციით დავინტერესდი, მითუმეტეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია მისი მოპოვება. ჩემმა მოკვლევამ იმდენად საინტრესო ციფრები აღმომაჩენინა, გადავწყიტე იგი თქვენც გაგიზიაროთ. მივყვეთ თანმიმდევრობით და პუნქტობრივად:

1. გიორგი კაპანაძე წერს, „2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის ბანკის ქონება, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, 400 მილიონიდან დაახლოებით 2 მილიარდამდე გაიზარდა“.

„ბანკი ქართუ“ დაფუძნებიდან 2011 წლამდე მართლაც დინამიურად ვითარდებოდა. ციფრები ასეთია:

• 31/12/2010 წლის მდგომარეობით: ბანკის სააქციო (აქციონერის) კაპიტალი შეადგენდა 133 558 849 ლარს, მთლიანი აქტივები - 532 696 448 ლარს, წმინდა მოგება - 16 982 802 ლარს, ხოლო ბანკის წილი საბანკო ბაზარზე (აქტივების მიხედვით) – 5,04%-ს.

• 31/12/2011 წლის მდგომარეობით: ბანკის სააქციო კაპიტალი შეადგენდა 175 548 439 ლარს, მთლიანი აქტივები - 433 753 798 ლარს, წმინდა მოგება - 15 509 592 ლარს, ხოლო ბანკის წილი საბანკო ბაზარზე – 3,42%-ს.

• 31/12/2012 წლის მდგომარეობით: ბანკის სააქციო კაპიტალი შეადგენდა 111 791 547 ლარს, მთლიანი აქტივები - 372 020 238 ლარს, ზარალი - 75 325 578 ლარს (სოლიდური ზარალი გამოწვეული იყო ბანკის გაკოტრების სქემის შედეგად), ხოლო ბანკის წილი საბანკო ბაზარზე – 2,59%-ს.

ამასთან, გიორგი კაპანაძე არაფერს ამბობს 2012 წლის ფინანსურ ზარალზე.
ბანკის ბალანსებში არაორდინალური ფინანსური მაჩვენებლები (დინამიკა), 2011-2012 წლებში განაპირობა წინა ხელისუფლების მცდელობამ გაეკოტრებინა „ბანკი ქართუ“. გაგახსენებთ, რომ 2011 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საგადასახადო ორგანოს იპოთეკა/გირავნობის უფლება გახდა ბანკის იპოთეკა/გირავნობაზე უპირატესი. საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ ბანკის რამოდენიმე უმსხვილესმა მსესხებელმა კომპანიებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დააკორექტირეს (გაზარდეს) საგადასახადო ვალდებულება და ხელოვნურად აღიარეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უპირატესად დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა და დაისაკუთრა ბანკის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონებები, რის შედეგადაც გაუქმდა ბანკის იპოთეკა/გირავნობა. მოგვიანებით სახელმწიფომ დასაკუთრებული ქონებები სიმბოლურ ფასად გადასცა ფიქტიურ კომპანიებს (რეალურად კი - თავდაპირველ მესაკუთრეებს).

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო გამოძიება ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე და ნებაყოფლობით, ეტაპობრივად განხორციელდა ჩამოწერილი სესხების და ბანკისთვის ჩამორთმეულ ქონებებზე იპოთეკა/გირავნობის უფლების აღდგენა.

ბანკმა გაკოტრების მცდელობის დროს, სესხების უზრუნველსაყოფად არსებული ქონებებზე იპოთეკა/გირავნობის გაუქმების გამო, მიიღო ჯამში დაახლოებით 135 მლნ ლარის ფინანსური ზარალი. შემდგომ წლებში, ამ სესხებზე იპოთეკის აღდგენასთან ერთად მოხდა ბანკის მოგებაში მოთხოვნების კვლავ ასახვა, რაც ბანკის ფინანსურ მონაცემებში ქმნის ახლად „წარმოქმნილი“ მოგების ეფექტს (განსაკუთრებით იმ წლებში როდესაც მოხდა დიდი ოდენობის სესხების და იპოთეკების აღდგენა - 2015-2018 წლებში).
ამგვარად, ბანკის მიმართ განხორციელებული გაკოტრების მცდელობის გამო, 2011-2017 წლების მონაცემები არ ქმნის რეალურ სურათს ბანკის მოგებაზე.

30/09/2019 წლის მდგომარეობით: ბანკის სააქციო კაპიტალი შეადგენს 200 454 525 ლარს, მთლიანი აქტივები - 1 232 870 952 ლარს, წმინდა მოგება - 18 894 816 ლარს, ხოლო ბანკის წილი საბანკო ბაზარზე – 2,69%-ს.

2. ამასთან, მორიგი სიცრუეა გ. კაპანაძის მოსაზრება სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით ბანკის ქონების გაზრდის შესახებ.

3. ასევე ტყუის გიორგი კაპანაძე, როცა წერს რომ „ქართუ ბანკი, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ყველაზე მზარდი მევახშეობის ინსტიტუტი გახდა, რომელიც კერძო ქონებას მარტივად ისაკუთრებს და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ბიზნესებსაც ართმევს. მაგალითად: კომერციული ბანკების 2019 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ქართუ ბანკის“ მოგება 11 მილიონ 917 ათას 268 ლარია. 2018 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით კი, ქართუ ბანკის მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ, ჯამში, 36 მილიონ 559 ათას 044 ლარი შეადგინა“.

რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი. ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში. აქტივების მიხედვით ბანკი ქართუს წილი ქართულ საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს.
ასევე, გაუგებარია რატომ ადარებს გიორგი კაპანაძე 2019 წლის მეორე კვარტლის მოგებას 2018 წლის მე-2 კვარტლის დასაკუთრებულ ქონებას (ეს ის მაჩვენებლებია, რომლებიც ერთმანეთთან არ დარდება).

რაც შეეხება გ. კაპანაძის მიერ მოყვანილი დასაკუთრებული ქონების მოცულობას, 2016-2018 წლებში, სესხის დაუფარავობის გამო, ბანკი იძულებული გახდა დაესაკუთრებინა გაკოტრების მცდელობის შემდგომ აღდგენილი სესხების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონებების ნაწილი.

სს „ბანკი ქართუს“ დასაკუთრებული ქონების წმინდა საბალანსო ღირებულებამ 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით 24 352 452 ლარი შეადგინა, მათ შორის ბანკის გაკოტრების მცდელობის საქმიდან 2 უმსხვილესი მსესხებელი ჯგუფის დასაკუთრებულ ქონებაზე მოდის 80%-ზე მეტი:
1) თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, ე.წ. „პირიმზეს“ შენობა;
2) თბილისი, სოფ. დიდი ლილო, ქარხანა „ინტერპლასტი“.

ამასთან, მორიგი სიცრუეა პოსტის ნაწილი ბიზნესების წართმევასთან დაკავშირებით. დეტალურად მოვიძიე ეს ინფორმაციაც. ბანკის არსებობის მანძილზე, არცერთ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

4. კვლავ და კვლავ სიცრუეა ის რომ „პროცენტულად, ქართუ ბანკის მოგება, 2015 წელს, სხვა კომერციულ ბანკებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა. მაგალითად, მოქმედი კომერციული ბანკებიდან, 2015 წლის პირველ კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „ქართუს“ მოგება 17-ჯერ გაიზარდა და ბანკის წმინდა მოგებამ დაახლოებით 11.5 მილიონი ლარი შეადგინა“.

კონკრეტული კვარტლების მონაცემების შედარებით გიორგი კაპანაძეს საზოგადოება შეცდომაში შეყავს. სინამდვილეში, პოსტის ავტორის მიერ მოყვანილი კვარტლების მონაცემებს შორის სხვაობა გამოწვეულია გაკოტრების სქემაში მონაწილე კომპანიების სესხების და მათი უზრუნველყოფის საგნების ნაწილის აღდგენით. ამასთან, 2015 და 2014 წლების მთლიანი შედეგების შედარებისას ვიღებთ მკვეთრად განსხვავებულ სურათს - ბანკის მოგება 2015 წელს გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 1,28-ჯერ და არა „17-ჯერ“!

ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებთ, გიორგი კაპანაძის ფეისბუქპოსტში მოყვანილი მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. რა თქმა უნდა მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, მისი მიზანია ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას" - წერს გიორგი ცუცქირიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა