logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„გალერია თბილისი“ Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე 3 ფინალისტს შორის მოხვდა
„გალერია თბილისი“ Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე 3 ფინალისტს შორის მოხვდა
17:02 07.11.2019
მულტიფუნქციური ცენტრი „გალერია თბილისი“ Mapic-ის საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორის მოხვდა. ქალაქის ცენტრის აღდგენის ნომინაციის ფინალში მსოფლიო მასშტაბით 3 სავაჭრო ცენტრია წარმოდგენილი- „გალერია თბილისი“ (საქართველო, თბილისი), „Palazzo Corduzio“ (იტალია, მილანი) და „City Plaza“ (გერმანია, ვუპერტალი).

დაჯილდოება, რომელზეც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთში, ქ. კანში გაიმართება. დელეგატები კი, მკაცრი კრიტერიუმებით შეფასდებიან როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების, ასევე წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ. Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოება 13 წევრიანი ჟიურისგან შედგება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორში. მაგ, ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორებიცაა: Sonaesierra, Sites comerciaux, Benoy, Nike და ა.შ.

აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენა უკვე დიდი წარმატებაა, ვინაიდან Mapic ყველაზე დიდი, საერთაშორისო ღონისძიებაა საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ყოველწიურად საფრანგეთში, ქ. კანში ტარდება. მაპიკის ღონისძიება მოიცავს გამოფენას, დაჯილოდებას, კონფერენციას და ფორუმის ფორმატს, რაც საუკეთესო საშუალებაა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

მოკლე ინფორმაცია “გალერია თბილისი”-ს შესახებ:

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე აშენდა და 2017 წლის შემოდგომაზე საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში განახლდა გრიბოედოვის თეატრი და სრულიად ახლიდან აშენდა თავისუფალი თეატრი, სადაც 2-ჯერ გაიზარდა მთავარი დარბაზის ტევადობა. ასევე, მოეწყო 300 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი და განახლდა რუსთაველის მეტროს შესასვლელი. „გალერია თბილისი“ ერთადერთი სავაჭრო ცენტრია საქართველში, რომელშიც ინტეგრირებულია მაღალი კლასის 78 ნომრიანი სასტუმრო, რაც პოტენციურ ტურისტებს სრული მომსახურების პაკეტის გამოყენების საშუალებას აძლევს და შესაბამისად, მეტ კომფორტს სთავაზობს.

შვიდსართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც 100-ზე მეტ ხელმისაწვდომი და უნიკალური ბრენდის მაღაზიას, კინოთეატრს, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს და ორ თეატრს აერთიანებს ყველასთვის საყვარელი თავშეყრის, გართობის, და შოპინგის ადგილი გახდა.

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა