logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია
ნათია თურნავა: საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია
16:01 07.11.2019
ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან)..

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა