logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის
ნათია თურნავა: ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის
12:56 07.11.2019
„შანხაის ფორუმზე გამოსვლისას, მომეცა საშუალება, რათა მსხვილი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაოდენ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ქვეყნის მთავრობისგან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო, თუ სახმელეთო. ყველა ეს დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განიხილება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ჭრილში, არამედ მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად შუა დერეფნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მოხსენება გააკეთა ფორუმზე „საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები“. ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩინეთის უდიდესი გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მათ აღნიშნული დერეფნისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთები მიაწოდოს ევროპის ბაზარს და პირიქით მიიღონ ევროპული ტვირთები ჩინეთისთვის. „დღეს ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ და დავრწმუნდით, როგორია აბრეშუმის გზა მოქმედებაში და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და მის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შუა დერეფანი, რომლის მონაწილეც არის საქართველო, არის სარტყელისა და გზის ინიციატივისა და ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა