ონლაინ სესხები დღემდე რჩება ერთ-ერთ მოთხოვნად და პოპულარულ დისტანციურ
ფინანსურ სერვისად. ეს სფერო ახლა უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშაა მოქცეული და სესხის გაცემის ყველა წესი და პირობაც მკაცრად განისაზღვრა. საფინანსო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება კარგად შეამოწმონ და შეაფასონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და შემოსავლები, წინასწარ განსაზღვრონ ყველა რისკი და მხოლოდ ამის შემდეგ გასცენ სესხად მოთხოვნილი თანხა.
რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, რამდენიმე კომპანიამ ბაზარი დატოვა. საფინანსო კომპანიებისგან რეგულატორი ღია და გამჭვირვალე პირობებით მუშაობას მოითხოვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ბაზარზე მაინც არსებობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები, საიდანაც ონლაინ სესხები აქტიურად გაიცემა.
სად მივიღოთ ონლაინ კრედიტი?
ბაზარზე წარმოდგენილი მრავალფეროვნების მიუხედვად, მნიშვნელოვანია, ონლაინ სესხის ასაღებად, არჩევანი სანდო რეპუტაციის მქონე საფინანსო ორგანიზაციაზე შევაჩეროთ. ამით თავიდან ავირიდებთ გაურკვევლობას, მოულოდნელ გართულებებს თუ პირობების ცვლილებებს. სწორედ სანდოობით და გამოცდილებით გამოირჩევა TBC კრედიტი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ნომერ პირველი ბანკის, თიბისი ბანკის მიერ შექმნილი ონლაინ სესხების პლატფორმაა.
TBC კრედიტის ვებგვერდზე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი, პასუხს კი დაიყოვნებლივ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ. სისტემა აანლიზებს თქვენს შემოსავალს, მიმდინარე ფინანსურ მდgომარეობას, საკრედიტო ისტორიას და განსაზღვრავს თქვენზე მორგებულ საკრედიტო ლიმიტს და საპროცენტო განაკვეთს. თიბისი კრედიტი ყოველი მსესხებლისთვის ინდივიდუალურად ადგენს საპროცენტო განაკვეთს, რაც სესხის გადახდას მარტივს და მოსახერხებელს ხდის.
რა უპირატესობები აქვს თიბისი კრედიტს?
თიბისი კრედიტი ონლაინ სესხებს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით და მოქნილი გრაფიკით გასცემს -
• სესხის მიღებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ 6 თვიანი საშეღავათო პირობებით, გადახდა კი 6 თვის შემდეგ დაიწყოთ;
• სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოT რეფინანსირების სერვისით;
• TBC კრედიტის ონლაინ სესხი უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რადგანაც აქ სესხი ისეთივე პირობებით გაიცემა, როგორც საბანკო ფილიალში;
• სესხის მიღება თვითდასაქმებულებსაც შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მხოლოდ სამუშაო ადგილზე მიიღოთ წარმომადგენელი;
• სესხის გადახდისას თქვენ ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, ვადის გასვლის ბოლოს კი სესხი ავტომატურად ნულდება.
როგორ შეიძლება ონლაინ სესხის მიღება?
ონლაინ სესხის მისაღებად საჭიროა თიბისი კრედიტის ვებგვერდზე შეავსოთ მარტივი განაცხადის ფორმა. ამისათვის სულ რამდენიმე წუთია საჭირო. გარდა ამისა, თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ -
• უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე;
• უნდა გქონდეთ თიბისი ბანკში მინიმუმ ერთი აქტიური საბანკო ანგარიში ან მიმდინარე სესხი;
• უნდა იყოთ თიბისი ან სხვა რომელიმე ბანკის სახელფასო კლიენტი;
• ან უნდა გქონდეთ მუდმივი სტაბილური შემოსავალი, რის დადასტურებასაც საბანკო ამონაწერით შეძლებთ.
როგორც ხედავთ, ყვეელაფერი მარტივია. ონლაინ სესხის მიღება თავიდან აგარიდებთ ყველანაირ ფორმალურ მხარეს - საბანკო ფილიალში მისვლას, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრებას, თავდების წარდგენას, ქონების გირავნობას და ა.შ. მთავარია კარგად განსაზღვროთ რა ოდენობის თანხა გჭირდებათ და რა მიზნით, კრიტიკულად შეაფასოთ თქვენი გადახდისუნარიანობა და განსაზღვროთ, როგორ შეძლებთ თქვენი შემოსავლით სესხის დაფარვას. თიბისი კრედიტში კი ონლაინ სესხებისთვის საუკეთესო პირობები დაგხვდებათ.
®