logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის
15:16 04.11.2019
„მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბანკს ერთადერთი პირობით გაყიდის, რომ ის არ დაიხურება.

„ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთი“ ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით „ქართუს“ ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, საქართველოში არასოდეს უწარმოებია ბიზნესი მოგებისთვის.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში არასოდეს მიწარმოებია ბიზნესი კლასიკური გაგებით – ბიზნესი მოგებისთვის. ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია ბანკი „ქართუა“ და მასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა შექმნის დღიდან. ეს იყო პირველი საინვესტიციო ბანკი და მის მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა – დავაარსე, რომ ქვეყანას დავხმარებოდი, რადგან მაშინ საქართველოში ძალიან სუსტი საბანკო სისტემა იყო და ამ სისტემას დახმარება სჭირდებოდა.

ისევე, როგორც ჩემი საქმიანობის სხვა სფეროებში, არც „ქართუ“ ბანკს უწარმოებია აგრესიული ბიზნესი, რაც, ზოგადად, საბანკო სექტორისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი, ბაზარზე შემოსული ახალი მოთამაშეებისთვის. „ქართუს“ ხელი არავისთვის შეუშლია. პირიქით, როცა „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა და არსებობდა რისკი, რომ ეს მთელ საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახებოდა, სრულიად უხმაუროდ შევისყიდე ეს ბანკი და მისი უიმედო ვალდებულებები „ქართუმ“ გადმოიბარა. „ქართუს“, სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, არასოდეს ჰქონია ჭარბი მოგება” - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა