logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიაზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ
ნათია თურნავა: საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიაზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ
22:26 01.11.2019
საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ნოემბერში თურქეთში გაიმართება. კომისიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უხელმძღვანელებს, რომელმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.

ნათია თურნავას განცხადებით, კომისია ბოლოს 2005 წელს შეიკრიბა. „თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, კომისიაზე შეგვიძლია ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოვახდინოთ. მათ შორის, საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა ტექსტილის სექტორზე, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი კვირის წინ გაიმართა.

„ამასწინათ ჩვენ დარგის მეწარმეებს შევხვდით, მათ შორის ქართულ - თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმოებიც იყვნენ. ერთობლივ კომისიაზე ჩვენ თურქეთის მხარესთან აუცილებლად დავსვამთ თურქეთიდან საქართველოში ნედლეულის შემოტანის გამარტივების საკითხს ტექსტილის პროდუქციის ისეთი მწარმოებლებისთვის, რომლებიც მზა პროდუქტს საქართველოში დაამზადებენ, ექსპორტზე კი ევროკავშირში გაიტანენ. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლებიც გამარტივებას საჭიროებს. საბოლოო ჯამში, ეს წაადგება საქართველოში ტექსტილის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ განხორციელებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა