logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ინდიგოსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
ნათია თურნავა: მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ინდიგოსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
21:44 01.11.2019
„მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ინდურ ავიაკომპანია „ინდიგოსთან“, რომელიც ინდოეთში, კონკრეტულად კი დელიში თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს შეღავათიან ფასად შეასრულებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი შემომატება ჩვენი ბაზრისთვის, ინდოეთი არის ერთ-ერთი პერსპექტიული ბაზარი. საქართველოს მიმართ ინდოეთის მხრიდან ინტერესი სულ უფრო მატულობს, თუმცა ზრდა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გვინდა. ამიტომ პირდაპირი მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ, ხანგრძლივი ფრენებით შექმნილი პრობლემა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ინდოეთიდან ტურისტების ნაკადი ძალიან სწრაფად გაიზრდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ტურიზმი იმ სამ ტოპ-დარგშია, რომელსაც დიდი სოციალური პოზიტივი მოაქვს, ვინაიდან ამ სექტორში არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესი და კონკრეტული ოჯახები არიან დასაქმებული საოჯახო სასტუმროების სახით.

„აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თუნდაც, რუსეთიდან შეჩერებული ფრენების შემდეგ, მაქსიმალურად შერბილდეს ეს დარტყმა და მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია. როგორც იცით, უკანასკნელ თვეებში ჩვენი თანადგომით და ძალისხმევით პრაქტიკულად გაორმაგდა აქამდე არსებული პირდაპირი ფრენების რაოდენობა, საუბარია „ვიზეარის“ მხრიდან ფრენების რაოდენობის ზრდაზე“, ასევე ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოყვანაზე. ორივე მათგანი გახლავთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლებიც შეღავათიან ფასად სთავაზობენ ფრენებს როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველ რეგულარულ რეისს 2020 წლის 5 მარტს შეასრულებს.

2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა