logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის დეტალური გამოკვლევით, კორუფციის კონტროლისა და რეგულაციების ხარისხის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა
გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის დეტალური გამოკვლევით, კორუფციის კონტროლისა და რეგულაციების ხარისხის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა
15:30 10.10.2019
მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლისა და რეგულირების ხარისხის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულებში გამწესდა, ხოლო მთავრობის ეფექტიანობით ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 33 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევასა და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” დეტალური გამოკვლევის (GCS) შედეგები. კვლევა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა. გამოკვლევის მიხედვით, საქართველო 1.კორუფციის კონტროლისა და 2. რეგულაციების ხარისხის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა.

კორუფციის კონტროლის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 67%-ი მიიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთექვსმეტე პოზიციაზე დაწინაურდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.

კორუფციის კონტროლი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ

სახელმწიფო სახსრების განკარგვა
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: იმპორტი და ექსპორტი
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურებისთვის
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ყოველწლიური გადასახადებისთვის
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საჯარო ხელშეკრულებებისათვის და ლიცენზიების მინიჭებისთვის

არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილებების მისაღებად

რეგულაციების ხარისხის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 59%-ი მიიღო, მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთერთმეტე პოზიციაზე დაწინაურდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, კანადა, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.

რეგულაციების ხარისხი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

მთავრობის რეგულირების ტვირთი
დაბეგვრის განვრცობა და ეფექტი
დაბეგვრის ეფექტი ინვესტიციების სტიმულირებისათვის
დაბეგვრის ეფექტი სამუშაო ადგილების სტიმულირებისათვის
არასატარიფო ბარიერების გავრცელება
ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა
ახალი ბიზნესის წამოწყების სიმარტივე
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა
გარემოსდაცვითი რეგულაციების დონე

მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანაგრიშიდან იყენებს მონაცემებს, რომლის ნაწილი გამოქვეყნებულია საჯაროდ, ხოლო ნაწილი ვრცელდება კომერციული პირობებით და შესაბამისი ფინანსური ანგარიშსწორების გარეშე ხელმისაწვდომი არ არის.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

წყარო: Govindicators.org

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის