logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საფრანგეთის ექსპერტიზა: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მეცამეტე ადგილზეა
საფრანგეთის ექსპერტიზა: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მეცამეტე ადგილზეა
17:05 09.10.2019
მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს და საფრანგეთის განვითრების სააგენტოს ერთობრივი სპეციალური ექსპერტული გამოკვლევა (Institutional Profiles Database (IPD) ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზა. კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისაგან თავისუფლების დონე სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით :

1. კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის;

2. კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის;

3. წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის.

შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75%-ი მიიღო, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეცამეტე პოზიციაზე მოხვდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ირლანდია შვეიცარია, ჰონგ კონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეტი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ა.შ. ამასთან, საქართველო რეიტინგში გაუთანაბრდა ლიეტუვას და იაპონიას.

მთლიანობაში ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მრავალი ინდიკატორი 100+ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ინსტიტუციური მახასიათებლების შესახებ.

ეს სპეციალური გამოკვლევა ხორციელდება საფრანგეთის ეკონომიკის, ინდუსტრიისა და დასაქმების სამინისტროს, აგრეთვე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტების ჩართულობით და ამ ორივე უწყების სტაფის მონაწილეობით.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

წყარო: Govindicators.org

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა