logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
16:29 09.10.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული და საჭიროებებზე მორგებული.

„ბიჯუეტში არის მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების თვალსაზრისით მოთხოვნადი იყო და რჩება ჩვენი საზოგადოების დაკვეთად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული. ცხადია, ჩვენ მუხლების და მიმართულებების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიდებატოთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, მიგვაჩნდეს, რომ ციფრები განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ მთლიანობაში დოკუმენტი არის მორგებული საჭიროებების, იმ დაკვეთაზე რომელიც ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, როგორც ხელისუფლებას საზოგადოებისგან გვაქვს“, -განცხადა ზაზა გაბუნიამ.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ -„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ უმჯობესდება სოციალური სისტემა, ეტაპობრივად იზრდება პენსიები; პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. 2020 წლის განათლების სისტემაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 1.8 მლრდ ლარზე მეტი თანხა მიიმართება.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოხდა ხელფასების მატება და 2020 წლის სასწავლო წლის დაწყებისას კიდევ მოემატებათ მასწავლებლებს ანაზღაურება. 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება. 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 280.0 მლნ ლარზე მეტი თანხა გამოიყოფა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომხსენებლის თქმით, ამ მიმართულებით 3.7 მლრდ ლარზე მეტი. აქედან - მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - 1.2 მლრდ ლარი; ჩქაროსნული მაგისტრალები - 695.0 მლნ ლარი; შიდა გზები - 501.0 მლნ ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - 280.0 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურა - 256.0 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტი - 140.0 მლნ ლარი; ენერგო ინფრასტრუქტურა - 116.0 მლნ ლარი; დევნილთა სახლების მშენებლობა - შესყიდვა - 112.0 მლნ ლარი;

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის
პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0 %- ით არის განსაზღვრული. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განახლებული პროგნოზიდან გაანგარიშებით შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებების ტენდენცია შეადგენს მშპ-ს 23.2%-ს.

კომიტეტის ინტერესიდან გამომდინარე მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებებზე. კერძოდ ამ უწყებისთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 315.2 მლნ ლარზე მეტი. ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.1 მლნ ლარი.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

ამ და ბიუჯეტის სხვა პარამეტრების შესახებ ისაუბრა მომხსენებელმა, გიორგი კაკაურიძემ, მან ასევე უპასუხა დეპუტატების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკითხვებს. კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განმარტა, რომ კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ - ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელების შეცვლით, რომლის თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდება სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კანონპროექტში ასევე დაზუსტებულია, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებსაც განახორციელებს.

წარმოდგენილი ცვლილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის