logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა
ნათია თურნავა: ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად, რომ გავზარდოთ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა
11:38 09.10.2019
„ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი სამთავრობო გუნდი მუშაობს, რომ შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველი იქნება სეზონის მიუხედავად.

„რა თქმა უნდა, ისევ სამთო კურორტები იქნება მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ ბევრი სიახლე გვაქვს ამ მიმართულებით. ბაკურიანს ვავითარებთ ძალიან ძლიერი ტემპებით, რომ 2023 წელს ღირსეულად დავხვდეთ საერთაშორისო ჩემპიონატს ფრისტაილში. თუმცა, მთავარია ის თანმდევი ეფექტი, რომელიც გვექნება, როცა ბაკურიანს გარდავქმნით ევროპული სტანდარტის შესატყვის კურორტად. რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ზამთრისა და ზაფხულის სხვა კურორტებზეც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამომავლო გამოწვევაა, საქართველოს წარმოჩენა ტურისტისთვის მიმზიდველ ქვეყნად წლის ნებისმიერ დროს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნება და აქვს უამრავი შესაძლებლობა, თუმცა, ქვეყნის ცნობადობას ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.

„სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მარკეტინგული კამპანია და ჩვენი ტურისტული ადმინისტრაციის ძალისხმევა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და პრემიერის მოსაზრებაა, რომ მარკეტინგული კამპანია ერთმა უწყებამ, მაგალითად, მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციამ კი არ აწარმოოს, არამედ, ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, ნებისმიერმა სტრუქტურამ და ყველგან გამოიყენოს შესაძლებლობა, გააცნოს უცხო ქვეყნის წარომადგენლებს საქართველო. ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად საზღვარგარეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქართველო დღეს საკმაოდ წინ არის წასული და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის აღიარებას იქნება ეს სხვადასხვა გამოფენები, კონფერენციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც საქართველო განთავსების ცენტრად აირჩიეს.

„უამრავმა ადამიანმა ჩვენი დახმარებით გაიგო, რომ საქართველო ძალიან ბევრი უნიკალური თვისებით შეეგებება ტურისტს. ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქართული ბუნება, ტოლერანტობა და სტუმართმოყვარეობის ფენომენია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა