logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
ნიკოლოზ ალავიძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
16:48 04.10.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული სამუშაოები და პროექტები დაათვალიერა, ის კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს მთვარობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო. ლევან დავითაშვილთან, სოზარ სუბართან, ნიკოლოზ ალავიძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ჭიათურაში ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გიგინეიშვილი და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების და პროექტების შესრულების ვალდებულება კომპანიამ მაისში აიღო, როცა მთავრობის მონაწილეობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი შედგა. „ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ შევამოწმოთ კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი, რომელიც იყო გაწერილი კონკრეტულ ვადებში, კონკრეტული გეგმით. ჯერჯერობით რაც შევამოწმეთ, ყველაფერი გაკეთებულია და იმაზე მეტიც, რისი მოლოდინიც გვქონდა. საკმაოდ დადებითი პროცესია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან უმაღლესი სტანდარტის დანერგვას კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რის გამოც ყველა მოხარულები ვართ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კერძოდ, მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს „ნოფის“ ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტერიტორიები, ასევე, ჭიათურის დასუფთავების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა.

მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გატარებული სხვა სოციალური ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდის მიმართულებით - „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულების ხელფასი უკვე გაზარდა 25%-ით. ასევე შეიცვალა კვების კომპანია, რაციონთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაქმებულთა აზრის მუდმივი მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ ასევე გაარემონტა # 1 საჯარო სკოლა და მონაწილეობა მიიღო რგანის სკოლის სარემონტო სამუშაოებში.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურაში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს: ახლახანს დასრულდა ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი; კომპანიის მიერ აშენდა ორი პარალელური რკინიგზის ხაზიც, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს; ჭიათურაში მოეწყო სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო; აიგო ბეტონის მოედანი, ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია, ამჟამად დამცავი მიმდინარეობს მუშაობა კედლების ასაგებად; გადამზიდი ვაგონების დასატვირთად აშენდა რკინიგზის ბაქანი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ჭიათურაში დასუფთავების პროექტი დაიწყო და ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს. 1 სექტემბრიდან კი ქალაქის ტერიტორიაზე, მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ამასთან, ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, 8 ავტოსამრეცხაო (ე.წ. კერხერები) მოეწყო. კომპანიამ ქუჩების მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი 8 სპეციალური ავტომანქანა შეიძინა - სპეცტექნიკა ჭიათურისა და ზესტაფონის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, „ამ ყველაფერს აქვს მაგალითის სახე და სხვა მსხვილი კომპანიები გადაიღებენ მას და თვითონაც იგივე მაღალი სტანდარტით ეცდებიან, დანერგონ ეს პასუხისმგებლობა, რაც მთლიანობაში ძალიან წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა