ანაკლიის სასწავლო ცენტრში დღეს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ
ანაკლიის სასწავლო ცენტრში დღეს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ
17:34 03.10.2019
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ კაუგელი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, USAID „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე, დღეს ანაკლიის საგრანტო პროგრამის ბენეფიციარს მოინახულებენ და ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ღონისძიება 17:45 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა