logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება
17:15 03.10.2019
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად, ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ დაწყებისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჯ დეუმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, გაელ ასაიაგიმ გახსნეს.
პროექტი „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) 4 წლიანია და მისი ბიუჯეტი 4 მლნ ევროა.

პროექტი მიზნად ისახავს მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდას. ახალი პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ ჩვენ ვდგავართ პროდუქციის ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გახსნილია 2 მილიარდნახევარ ადამიანზე ორიენტირებული ბაზარი, სადაც ჩვენ შევდივართ საბაჟო ბარიერების გარეშე. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შიგნით ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ეს პროექტი იქნება ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, ბიუჯეტის ნაწილში საქართველოს მთავრობა აგრძელებს პროგრამების დაფინანსებას; რიგ შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა იზრდება. ფერმერებს საშუალება აქვთ ჩაერთონ როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ აღნიშნა, ახალი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესში. პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს, უკეთ გამოიყენონ ახალი ბაზრების, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილი შესაძლებლობები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (Enpard) ფარგლებში და L Agence Francaise de Developpment (AFd) მიერ და მას განახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და CHambre dAgriculture du Loiret ერთად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა