logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები მთავრობის სწორი რეფორმების აღიარებაა
ნათია თურნავა: „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები მთავრობის სწორი რეფორმების აღიარებაა
18:05 02.10.2019
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შედეგები არის აღიარება და ეს არის რეალობა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო და სწორედ ეს მიღწევებია ასახული მსოფლიო ბანკის გაუმჯობესებულ რეიტინგებში“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის შეფასებისას გააკეთა. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნაა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.


მინისტრის განცხადებით, მიღწევები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით, რეგულაციების სიმარტივის თვალსაზრისით და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზე ყოფნა ძალიან ძალიან მაღალი პოზიციაა, ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის მე-8 ადგილს ვიკავებთ და ამ ინდიკატორით მიხედვით უკეთესად გამოვიყურებით ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი და ა.შ." - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში ბიუროკრატიის ეფექტურობის, რეგულირების ხარისხის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. კვლევაში საქართველოს სარეიტინგო ქულა 6 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში გაუმჯობესდა. ესენია: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, მმართველობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა. სარეიტინგო ქულების გაუმჯობესების შესაბამისად, კვლევის 4-ვე ინდიკატორში გაუმჯობესდა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა.


ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყნას, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. ასევე პოზიტიურია შეფასება „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში, სადაც საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 83.17% დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 პოზიციაზეა.


მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს. კერძოდ, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს, როგორიცაა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, Economist Intelligence Unit, Freedom House, Open Budget Index, ინსტიტუციური პროფილის მონაცემთა ბაზა და სხვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა