logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 800 მლნ-ით იზრდება, რომელიც  მოქალაქეების კეთილდღეობისკენაა მიმართული
ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 800 მლნ-ით იზრდება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობისკენაა მიმართული
21:54 30.09.2019
საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საპარლამენტო კომიტეტები დოკუმენტის განხილვას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ ხოლო პირველი შემაჯამებელი სხდომა კი 18 ოქტომბერს გაიმართება.

„არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა პირველ შენიშვნებს, კომენტარებს წინადადებებს, ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, უკვე უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რათა გადაეგზავნოს მთავრობას. დოკუმენტში ასახული იქნება ნებისმიერი ჩვენი წინადადება, სურვილი, შენიშვნა თუ რეკომენდაცია, რაც ამ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, პარლამენტის საბიუჯეტო პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

„ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ მთლიანად, საბიუჯეტო პროცესი და ბიუჯეტი შევაფასოთ. პარლამენტში გადამუშავებული ვერსია რამდენჯერმე შემოვა. ბიუჯეტს საბოლოო სახით, დეკემბრის ბოლოს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განმარტებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ასიგნებები განსაზღვრულია თითქმის 14 მილიარდ 200 მილიონის ფარგლებში, რომელიც 800 მილიონით მეტია, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებითაა განსაზღვრული.

„სხვაობა არსებულ ბიუჯეტებს შორის თითქმის 800 მილიონია, რომელიც მიმართული არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისათვის და უკეთესი ცხოვრებისათვის. ეს თანხები ძირითადად მიმართულია პენსიების გასაზრდელად, სხვადასხვა მიმართულებით პედაგოგების, ჯარისკაცების, პოლიციელების ხელფასების, გასაზრდელად, ასევე, ჯანდაცვისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა