logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაიზრდება  და  14 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია
გურამ ნიკოლაშვილი: 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაიზრდება და 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია
18:50 30.09.2019
„რაც უფრო მეტი აქტიური და დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს ბიუჯეტის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი, ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, თუ პოლიტიკურ ბატალიებს და პარტიულ ნარატივთა ომს დავივიწყებთ, მთავრობის ეფექტურობის მთავარი საზომი სწორედ ბიუჯეტის დოკუმენტია.

„დოკუმენტი ასახავს რეალურად, თუ რა სახის მთავრობა ჰყავს ქვეყანას, რამდენად ეფექტურად აბალანსებს იგი მიმდინარე ხარჯების უზრუნველყოფასა და ისეთ საინვესტიციო დანახარჯებს, რაც სამომავლო ეფექტზეა გათვლილი. ბიუჯეტი სპეციფიური დოკუმენტია, რომელსაც რიგითი მოქალაქე არ ეცნობა. მოქალაქის მიერ კეთილდღეობის აღქმა მთლიანად სუბიექტურ პარამეტრებზეა დაფუძნებული. ამის მიუხედავად, ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი და საზომი, თუ როგორ იხარჯება და სად მიდის ღარიბ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადები, რომელიც შორს დგას ევროპული კეთილდღეობისგან, სწორედ ბიუჯეტის დოკუმენტია. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი რაც უფრო მეტი ადამიანის და მოქალაქის ყურადღების საგანი გახდება, რაც უფრო მეტი აქტიური და დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს მის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე“- ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაიზრდება და 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

„მთავრობა აცხადებს რომ გაზრდილი ბიუჯეტი მთლიანად მოხმარდება მოქალაქეების საჭიროებებს და მის შედგენაში გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი, რომელთაც მმართველი გუნდის წევრები მთელი ზაფხულის განმავლობაში, რეგიონებში სპეციალური ვიზიტებისას, ეცნობოდნენ. გიორგი გახარიას განაცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე. გაიზრდება პენსია სხვადასხვა ოდენობით სხვადსახვა საპენსიო ჯგუფებისთვის, გაიზრდება სკოლის მასწავლებლის ხელფასი სოლიდური 300 ლარით, ხოლო ბაღის მასწავლებლის 100 ლარით, ისევე როგორც სასწრაფოსა და სოფლის ექიმების ხელფასები. ზრდაა დაგეგმილი ჯარისკაცთა და პოლიციელთა ხელფასებშიც. თუ გავითვალისწინებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს პარლამენტში, როდესაც მისი დამტკიცება ხდებოდა ამ პოსტზე, მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ მთავრობის სწრაფ საქმიანობას. გიორგი გახარიას საკვანძო ტერმინები იყო ეფექტურობა და ეფექტიანობა. თუკი ამ სულისკვეთების ჭრილში შევხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესს, ცხადია, რომ მთავრობას მოუწევს განსაკუთრებულ ტემპში მუშაობა, რათა უზრუნველყოს როგორც შემოსულობების მიღება, ასევე ხარჯვაც“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა