logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2020 წლის ბიუჯეტში ორი ძირითადი მიმართულება გვექნება - კაპიტალური პროექტების დაჩქარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
ნათია თურნავა: 2020 წლის ბიუჯეტში ორი ძირითადი მიმართულება გვექნება - კაპიტალური პროექტების დაჩქარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
14:36 30.09.2019
„2020 წლის ბიუჯეტი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ეს აქცენტები და პრიორიტეტები, ცხადია, აისახა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტშიც“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხის განხილვისას.

ნათია თურნავამ 2020 წლის ორი ძირითადი საბიუჯეტო მიმართულება გამოყო: კაპიტალური პროექტების დაჩქარება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაგეგმილზე სწრაფად შეიქმნას, და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე გაკეთდება.

კონკრეტული პროგრამებიდან ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სამწლიან სამთავრობო პროგრამაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, პროგრამა 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება და პროგრამის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაემატება და ჯამში გაზიფიცირების ბიუჯეტი 60 მლნ ლარით გაიზდება.

„ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა, გავუშვათ ბუნებრივი აირი. ეს ნიშნავს, რომ გაისად სულ მცირე 17 ათასი ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. მეორე მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა