logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თამარ იოსელიანი: საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა
თამარ იოსელიანი: საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა
13:19 30.09.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც გაეროს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების“ (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის ეროვნულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ელემენტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.

„საქართველო ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში (GloMEEP). ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით მოხერხდა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა, რომლებიც უახლოეს თვეებში დაინერგება პრაქტიკაში და სხვა ქვეყნები შეძლებენ, ისარგებლონ ამ გამოცდილებით ნახშიროჟანგით დაბინძურების შესამცირებლად“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, დოკუმენტების შემუშავების პროცესში საქართველო აქტიურად თანამშრომლობდა საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (IMarEST).

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ქვეყნების თანამშრომლობასა და ახალი ტექნოლოგიების, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან პრევენციის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) მე-6 დანართში შესულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში და მიმართულია 2050 წლისათვის გემებისგან საერთო წლიური სათბური გაზების 50%-ით შემცირებისაკენ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.

გამოსვლაში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა განათლების საკითხზეც. მათ შორის, განსაკუთრებით გაესვა ხაზი გემების ენერგო ეფექტური მართვის შესახებ IMO-ს მოდელ კურსის როლს მეზღვაურების ცნობიერების ამაღლებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საზღვაო სფეროს 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე: ქალების როლის გაძლიერებაზე საზღვაო ინდუსტრიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა