logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიული ოფისი  საზღვაო რუკების წარმოებისას  საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებს გამოიყენებს
დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიული ოფისი საზღვაო რუკების წარმოებისას საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებს გამოიყენებს
12:23 30.09.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა“ და გაერთიანებული სამეფოს ჰიდროგრაფიულ ოფისს (UKHO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანთის ჰიდროგრაფიული ოფისი (BRITISH ADMIRALTY) საზღვაო რუკების წარმოებისას საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის კვლევების შედეგად მოპოვებულ მონაცემებს გამოიყენებს და შექმნილ პროდუქციაზე მათ საქართველოს სახელით აღნიშნავს. შესაბამისად, რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის (Royalty) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს აუნაზღაურებს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ქ. ტაუნტონში გაიმართა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, ხოლო ბრიტანეთიდან გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა ჰიდროგრაფმა, კონტრ ადმირალმა ტიმ ლოუმ მოაწერა.

აღნიშნული ფაქტი მსოფლიო აღიარება და ნდობაა რუკათაწარმოებაში 200 წლიანი გამოცდილების მქონე უწყების მხრიდან, რომლის წარმოებული საზღვაო რუკები მსხვილი სანავიგაციო მარშრუტების მაღალი ხარისხით დაფარვის გამო მსოფლიოში ნაოსნობაში ყველაზე მოთხოვნადია, მსოფლიო სავაჭრო გემების 90 % კი სწორედ BRITISH ADMIRALTY-ს პროდუქციით სარგებლობს.

ზემოაღნიშნულ რუკათა პორტფოლიოში საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის - საქართველომ სანავიგაციო რუკების წარმოება 2013 წლიდან დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და შუქურების საერთაშრისო ასოციაციის (IALA) წევრობის სტატუსით მსოფლიო ზღვებისა და ოკეანეების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა