logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს აფასებს
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს აფასებს
19:01 19.09.2019
პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. როგორც მათ მიერ ნათია თურნავას სახელზე გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე არამარტო ტურისტული ნაკადის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არამედ ამ შესაძლებლობით წარმატებით ისარგებლებენ აშშ-ს ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლების მზარდი რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ რეგიონს


„გიდასტურებთ სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გასულ კვირას თქვენი ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრები United Airlines-ისა და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ბიზნესსა და მოსახლეობას. საქართველოს „ღია ცის“ მყარი პოლიტიკის გთვალისწინებით, პირდაპირმა რეისებმა შეიძლება თბილისი რეგიონულ ჰაბადაც აქციონ და შექმნან გაფართოების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით“ - ნათქვამია წერილში.


„მსოფლიო ბანკი საქართველოს მსოფლიოში მე-6 ადგილს ანიჭებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ხოლო 2018 წელს „ფორბსმა“ განაცხადა: „ბერლინის დრო წავიდა, ახლა თბილისის დროა: საქართველოს დედაქალაქი წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალაქია!“ - აცხადებენ ამერიკის სავაჭრო პალატაში.


ეკონომიკის მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილში ამერიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს აშშ-დან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკას. მათი განცხადებით, ორმხრივი სარგებელი ცალსახაა და პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შესთავაზებს როგორც ავიაკომპანიებს, ისე ორივე ქვეყანას.


„პირდაპირი რეისები ასევე ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას მაქსიმალურად ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც, ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული. ჩვენ მრავალი წელია ვუჭერთ მხარს პირდაპირი რეისების დაწყებას და რეგულარულად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც მათი თბილისში სტუმრობისას, ისე ჩვენი ვიზიტისას ვაშინგტონში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, განვიხილოთ აღნიშნული შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ავიაკომპანიასთან და მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო გზით“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აწერს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა