logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი
18:46 16.09.2019
„საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსები, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და მომხმარებელი სრულად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ელექტროენერგიით. ამ მიმართულებებს შორის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განახლებადი წყაროებიდან ენერგიების გენერირებისა და მთლიან მოხმარებაში მათი წილის გაზრდის ხელშეწყობას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით დასამტკიცებლად „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე დაადგინოს სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში.

„ჩვენი ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებას. საერთაშორისო ვალდებულებებმა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ და შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ, განაპირობა ამ კანონის შემუშავების და მიღების აუცილებლობა. ამ რეფორმების პრიორიტეტს, ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობასა და დერეგულაციასთან ერთად, წარმოადგენს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება, რაც მძლავრ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი აზუსტებს და განსაზღვრავს იმ მექანიზმებს, რომლებიც მომავალი თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდება. „ამ მექანიზმებს დამატებით შევთავაზებთ ინვესტორებს, რომლებიც კონკრეტულად აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი წყაროების ათვისების კუთხით“ - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა