logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა
ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა
12:11 11.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, რთველის დაწყების პროცესს გაეცნო.

დელეგაციების წევრები საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის მოწვევით იმყოფებიან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარია საფრანგეთზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აწესებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მიმართ. კომპანიამ Bolero & Company გააფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთში წლის ბოლომდე რამდენიმე ათას ტონამდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე კი ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხები განვიხილეთ. რამდენიმე წელია ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ აშშ-თან ბაზარზე ცნობადობის შესაქმნელად. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ამერიკის ბაზარი არის პირველ ათეულში, თუმცა ჩვენი ამბიცია და სურვილია, რომ ის იყოს ერთ-ერთი პირველი ბაზარი საექსპორტო ქვეყნებს შორის. ამერიკელებთან საუბარი გვქონდა საბრენდე სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების საქართველოდან ექსპორტზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ჰოლდინგს Bolero & Company და ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ შორის გაფორმდა 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი აშშ-ის უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთანაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბრენდის შექმნას, ასევე აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის - ღვინის, ბრენდისა და სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტის რეალიზაციას ითვალისწინებს.

აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ტეხასის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ტეხასის ალკოჰოლური სასმელების კომისიის წევრები, ტეხასის ეკონომიკური განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები შედიან, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას ეროვნული ასამბლეის დეპუტატები წარმოადგენენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას და მეღვინეობის კუთხით დღეს არსებულ ვითარებას ეცნობიან. სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, შპს „ღვინის ლაბორატორიას“, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას და „წინანდლის ედემს“ სტუმრობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა