logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან
ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან
22:37 10.09.2019
მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან. ვიზიტის დროს ისინი ადგილზე შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეარჩევენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, რომელიც „DAMEN“ - ის შტაბ - ბინაში გაიმართა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ვაშაკიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია “DAMEN“-ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა. „ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა “DAMEN“-ი და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ გემთმშენებელ კომპანიასთან პირველი შეხვედრა 2019 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა