logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის პარტნირობით თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
საქართველოს ბანკის პარტნირობით თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
14:19 10.09.2019
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?” იმართება.

კონფერენციის მთავარი მიზანია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გამართვა, როგორიცაა საქართველოს ტრანსატლანტიკური პერსპექტივა, დემოკრატიის პროგრესი და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია თავს უყრის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

„ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მიმზიდველი, სტაბილური საინვესტიციო გარემოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და მისი დასავლური მომავალი. მოხარული ვართ, რომ შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესსა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„2019-2020 წლების მიჯნაზე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სენატორ ჯონ მაკკეინის სულისკვეთების ერთგული კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათი ხშირად წინააღმდეგობრივი დღის წესრიგის და ხედვისგან დამოუკიდებლად, თავშეყრის საშუალებას აძლევს“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მოკავშირეებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აქ გამართული საუბრები და დაწყებული ურთიერთობები იმ მოქმედებისა და ინიციატივების იმპულსია, რაც „ასე მნიშვნელოვანია დღეს“,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა და კონფერენციის მასპინძელმა, ნინო ევგენიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა