logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტიია, საქართველოში კი 3,5 - ჯერ მეტია
სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტიია, საქართველოში კი 3,5 - ჯერ მეტია
12:36 09.09.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ინვესტიციებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.
ექსპერტი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომელთა გათვალისწინებით საგრძნობლად იზრდება უცხოური ინვესტიციები, ის რესურსები, რომლებსაც ეფუძნება ეკონომიკის უფრო სწრაფი და დინამიური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება:
„საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განიხილებოდა, როგორც საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური დახმარებების, ინვესტიციების ცალსახა რეციპიენტი (მიმღები). წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზებისა და ეკონომიკური ზრდის დიდი წილი ზემოხსენებული გარე დახმარებების ხარჯზე მოდიოდა. ამჟამად მდგომარეობა არსებითად შეცვლილია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში ექსკლუზიურად გარე ფაქტორებზე დამოკიდებულება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. სამაგიეროდ, ქვეყნის შიგნით არსებობს სულ უფრო მზარდი რესურსი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეკონომიკის განვითარება.
აღნიშნულ გარემოებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ინვესტიციების, და მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე. საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმეა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ საკითხს კომპლექსურად შევაფასებთ, დავინახავთ, რომ „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“. შემცირების მიზეზები კი რამდენიმეა:
ჯერ ერთი, მთელ მსოფლიოში, გლობალური მასშტაბით ადგილი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას. მსოფლიოში სხვადასხვა გარემოებათა გამო მარტო ბოლო ორ წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2.3-ჯერ და მეტად შემცირდა და ამჟამად 15 წლის წინანდელი, 2004 წლის დონეზე იმყოფება. ეს ვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება საქართველოზეც, რომელიც საკმაოდაა ინტეგრირებული მსოფლიო მეურნეობაში თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკით. ინვესტიციების გლობალური შემცირება მკვეთრად ზრდის კონკურენციას მათ პოტენციურ მიმღებებს შორის;
მეორე, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ გარემოება, რომ ინვესტიციების განხორციელება თვითმიზანი კი არაა, არამედ მათ საფუძველზე წარმოების პროცესის დაწყების უზრუნველყოფა. ანუ, თუკი ამა თუ სექტორში, დარგში, რეგიონში სრულდება ინვესტიცია, ეს როგორც წესი, იმავდროულად ნიშნავს მათ საფუძველზე ახალი წარმოებისა და მომსახურების მასშტაბურ დაწყებას (ან ძველის გაფართოებას), რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდისა და განვითარების განმსაზღვრელი პირობაა. ასე უნდა შევაფასოთ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება. იმავე კონტექსტში, მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანის „სოკარმა“ დიდწილად დაასრულა საქართველოში საკუთარი ინფრასტრუქტურის ფორმირება, რაც, მართალია, ზრდის საქმიანობის ამ სფეროსა და უშუალოდ „სოკარის“ წილს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან დააფიქსირა აზერბაიჯანული ინვესტიციების 5-ჯერადი შემცირება ჩვენს ქვეყანაში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით;
მესამე, ადგილი აქვს არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ სავალო ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას;
მეოთხე, ბევრი ბიზნესი, რომელმაც საქართველოში საქმიანობა დაიწყო, როგორც უცხოურმა ინვესტიციამ, დროთა განმავლობაში, ბიზნესის წარმოების ხელსაყრელი პირობების გამო, გადარეგისტრირდა, როგორც საქართველოს რეზიდენტი. - ის, რომ Doing Business-ის მიხედვით საქართველო ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზეა (2019 წლის მიხედვით - 6-ე ადგილი მსოფლიოში), საერთაშორისო საქმიან წრეებში ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში ღირს შესვლა არა ერთჯერადად და მოკლე ვადით, არამედ სერიოზულად და ხანგრძლივად, ხოლო საგადასახადო რეჟიმის გათვალისწინებით - ადგილობრივი რეზიდენტის სტატუსით. ამ გარემოებების გამო, თუ შევხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას, მდგომარეობას არც ისე დრამატულ ფერებში დავინახავთ. და კიდევ ერთი შედარება: თუ გლობალური მასშტაბით ავიღებთ, ვნახავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტია, საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი, თუ ბოლო 4 კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, 6.2 პროცენტზე მეტია, ანუ ბოლოდროინდელი შემცირების მიუხედავად, მსოფლიო დონეს ამ მაჩვენებლით დაახლოებით 3.5-ჯერ მაინც ვუსწრებთ. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებია უცხოური ინვესტიცია, მით უფრო რაციონალურად და ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული ის. პირველ რიგში, რეალურ სექტორში.
მეორე კვარტალის მონაცემებით, სწორედ ამ სფეროზე მოდის ინვესტიციების უდიდესი ნაწილი (ენერგეტიკა, დამმუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი). ზოგადად, ამ მიმართულებით ხელისუფლების პრეფერენციები აშკარა და მკაფიოა. უპირატესობა ენიჭება:
ა) მაღალტექნოლოგიურ, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებსა და დარგებს:
ბ) ისეთ ინვესტიციებზე ორიენტაციას, რომლებსაც „მოსდევს“ ცოდნა და მოწინავე ტექნოლოგიები;
გ) საინვესტიციო ნაკადის „გაშლა“ საქართველოს რეეგიონებზე.
ყოველივე ამან, საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველყოს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება. ამ თემაზე საუბარი არ იქნებოდა სრული, რომ არ შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება. - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩუმათელეთი-არგვეთას 52-კილომეტრიანი სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა (რომელიც უკვე მიმდინარეობს) და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 9 კილომეტრიანი გვირაბის ჩათვლით (რომელიც სულ მალე დაიწყება), რომლებიც თავისი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მოზიდული თითქმის ორმილიარდიანი მოცულობით, თუ ფორმალურ მხარეს არ მივაქცევთ ყურადღებას, ასევე წარმოადგენენ უცხოურ ინვესტიციებს.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ კი არ გვიმცირდება არამედ საგრძნობლად გვეზრდება უცხოური ინვესტიციები, ის რესურსები, რომლებსაც ეფუძნება ეკონომიკის უფრო სწრაფი და დინამიური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. საბოლოო ჯამში ხომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - მხოლოდ ერთერთი საშუალებაა და არა თვითმიზანი სოციალურად ორინტირებული სახელმწიფოსათვის“, წერს სოსო არჩვაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის