logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია:ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ
გიორგი გახარია:ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ
17:58 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისთვის სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრება მთავრობის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა.

„რეალურად, ერთ რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კონკურენტული უპირატესობა არის ადამიანური კაპიტალი, რომლის განვითარებაზეც ბევრი გვისაუბრია, ბევრს ვისაუბრებთ და კონცენტრირებულად ბევრს ვიმუშავებთ, თუმცა არის ეკონომიკური შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური განზომილება, სადაც ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი კონკურენტული უპირატესობა. ერთ-ერთი გახლავთ სატრანსპორტო ნაწილი, სადაც ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით და გავაგრძელებთ კონცენტრირებულად მუშაობას, არამხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურაში, იგულისხმება რკინიგზა, საავტომობილო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუნდაც სატრანზიტო კომპონენტის გადმოტანა სერვისების განზომილებაში. დღეს გვქონდა საუბარი თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ჩვენ ნაკლებად გვაქვს ათვისებული ჩვენი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალი და კიდევ ბევრი რამე. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანური რესურსი არის ის ძირითადი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი გახადოს რეალისტური და შედეგის მომტანი, იმიტომ რომ ამას ყველაფერს აკეთებენ ადამიანები.

რა თქმა უნდა, ბიზნესი არ არის ხელშეუხებელი, მაგრამ ეს არის ის სექტორი, ეს არის ის მიმართულება, რომელიც დღეს ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ, რომ ხვალ - დღეს სახელმწიფოზე გადანაწილებული სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ.

ეს არის ძირითადი ფორმულა, რისკენაც იქნება მიმართული ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ. ეს შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფორმებით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის განვითარებაში, საწარმოს სიმძლავრეების, ძირითადი საშუალებების განახლებაში, უნდა დავეხმაროთ მათ სამუშაო ძალის მომზადებაში, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ბიზნეს გარემო, საკანონმდებლო ჩარჩო მათთვის იყოს პროგნოზირებადი. შესაბამისად, მე გპირდებით, რომ არაფერი ბიზნესთან დაკავშირებით, ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არ მოხდება. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერ, ფეხზე დამდგარ ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო უდგას გვერდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მას აქვს კონკრეტული სოციალური ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომელიც ბიზნესმა თავის მხრივ უნდა შეასრულოს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური, ერთობლივი შრომა, სწორედ ამას ვგულისხმობ. ეფექტური ბიუროკრატია, ძლიერი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, დისციპლინა. ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ამ მოკლე ვადაში, 1 წელიწადში, კონკრეტული შედეგები და კონკრეტული პროგრესი დავანახოთ როგორც ამომრჩეველს, ისევე თითოეულ მოქალაქეს, დეპუტატებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და საერთოდ ჩვენს აქტიურ მოქალაქეებს.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის