logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა
ირაკლი მეზურნიშვილი: ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა
17:07 07.09.2019
„ცალსახად ჩანს, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. სხვა ყველა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს მართლაც სტაბილურობა, მაგრამ როდესაც ჩვენი ქვეყნა დამოკიდებულია იმპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი ცალსახად ისახება ფასების ზრდაზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს უკვე ასცდა. როგორია თქვენი ფისკალური და მონეტარული ხედვა ლარის კურსის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით? “-ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ ქართული ოცნების“ წევრმა ირკალი მეზურნიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობდა.

ირაკლი მეზურნიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამომწვევი ობიექტური ფაქტორებისა - საგარეო შოკი, რეგიონალური ვითარება, ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აქვს, 20 ივნისის მოვლენები - არსებული მდგომარეობა მძიმეა ბიზნესისთვის.

„მთავარ სავაჭრო პარტნიორთან - თურქეთში, ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომაროება იყო ბოლო წლებში და ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული დევალვაცია განიცადა თურქულმა ლირამ. ასევე, არასტაბილური მდგომარეობაა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან - რუსეთში, რომლის ეკონომიკაც ფაქტიურად არ იზრდება და სტაგნაციაშია. ამ ფაქტორებმა, არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, 20 ივნისის მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ცალსახად, კიდევ ერთხელ გააჩინა ნეგატიური მოლოდინები, რაც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ლარის კურსზე. მესმის, რომ მცურავი კურსია. სხვა ქვეყნებშიც არის მცურავი კურსი. ზოგადად ბიზნესისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და საზოგადოების თითოეული წევრისთვის ძნელია ყოველდღიურად, 5 საათზე, შიშის თვალით უყურებდეს ლარს კურსს ეროვნული ბანკის საიტზე. ეს მართლაც მძიმეა ჩვენი ბიზნესისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა