logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია
გიორგი გახარია: ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია
16:32 07.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ, ლარის კურსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ლარის კურსი პირდაპირ არის დაკავშირებული, არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე მერყეობდეს.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის კურსის მერყეობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ეს ერთი. მეორე: რა თქმა უნდა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკაზე. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი. ლარის გაუფასურების პირობებში, ეს ადამიანები პირდაპირი შოკის და სოციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, რომ ეფექტურად გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი. შემდგომ, მეორე ნაწილი, რაზეც ლარის გაუფასურება პირდაპირ გავლენას ახდენს, ეს არის ფასები. აქ კიდევ უფრო მეტ სოციალურ რისკებს ვიღებთ. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობით და კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობაც და კიდევ ბევრი რამ. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ კოორდინირებული მუშაობა, ეს არის ძირითადი პრინციპი, როდესაც როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე მთავრობამ, თავთავისი ფუნქციები უნდა შეასრულონ. ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ხაზგასმით უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და შრომა მოგვიწევს ძალზედ ბევრი. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ მითები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მითები, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების ან რაღაც მსგავსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე. სხვა არაფრის ხარჯზე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8%-ით. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს საგარეო ვალი გაზრდილი იყო 1 მილიარდზე მეტით და შესაბამისად, ეს უბრალოდ არჩევანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვწევს და უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ის დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და უნდა ვიყოთ ეფექტურები, ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, იმისთვის, რომ ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი ბიზნესი არის ეკონომიკის ძლიერი და სტაბილური პროგნოზირებადი ეკონომიკის საფუძველი, ისევე როგორც სამუშაო ადგილების ზრდის საფუძველი“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის