logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: საგადასახადო კუთხით  ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა გვექნება
ივანე მაჭავარიანი: საგადასახადო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა გვექნება
23:32 05.09.2019
საგადასახადო კუთხით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით, 67 ათას გადამხდელს ჩამოეწერა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანებები, ჯამში 3,4 მილიარდი ლარის ოდენობით, სადაც ასევე შედიოდნენ ინდ. მეწარმეები.
"სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით. ერთ-ერთი იყო ის წლები, რომელიც საკმაოდ რთული იყო ბიზნესისთვის. ვიცით, რომ ბევრი დაზარალდა, რადგან პრაქტიკულად ტერორდებოდა ბიზნესი. მეორე ფაქტორი იყო 2008 წლის ომი, ასევე, ბუნებრივია იყო თავად გადამხდელთა ბრალეულობა. სწორედ ამ მიზეზების გამო სახელმწიფომ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთხელ ისაუბრა გადახდისუუნარობის კანონის მიღების აუცილებლობაზე.
"ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან მოუქნელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლიდა კომპანიებს წასულიყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმით. დღეს ეს კანონმდებლობა პრაქტიკულად მზადაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხშირად თავს ვიწონებთ მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" რეიტინგით, სადაც ვართ მე-6 ადგილზე, მაგრამ დეტალებში რომ ჩავშალოთ ყველა მაჩვენებელი, ნახავთ რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა გვაქვს სწორედ გადახდისუნარიანობის კანონის არქონის გამო. ეს მნიშვნელოვანია, როგორც პრატიკული მოსაზრებებით, ისე რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერების კუთხით. ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დოკუმენტი შევაჯერეთ საგადასახადო კუთხით და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, მოქნილი და ქმედითუნარიანი კანონმდებლობა", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის აუცილებლობაზე საუბრისას, ასევე, გასათვალისწინებელია მისი მეორე, უარყოფითი მხარეც.
"ამ ტიპის გადაწყვეტილებებს აქვს ნეგატუიური შედეგებიც, როგორიცაა საგადასახადო კულტურის დაბლა დაწევა და იმ კეთილსინდისიერი გადამხდელის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, ვინც წლების განმავლობაში პატიოსნად იხდის. შესაბამისად, ამგვარი ტიპის ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის