logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ტყის მდგრადი მართვა აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში
ლევან დავითაშვილი: ტყის მდგრადი მართვა აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში
18:31 05.09.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ქვეყნის 40 % ტყით დაფარულია. ვფიქრობ, ბუნებრივი რესურსებიდან ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობაში იყო აღნიშნული სექტორი. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო კომპლექსური რეფორმა და დღეს, უკვე პარლამენტთან ვმუშაობთ ახალი კოდექსის მიღებაზე, რომელიც აბსოლუტურად ახალ საკანონმდებლო სივრცეს ქმნის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

დაგეგმილია 150 კმ-მდე სატყეო-სამეურნეო გზების, საქმიანი ეზოების მოწყობა, ტყის მეურნეობების აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სავარაუდოდ, მიიღებს 32 მილიონ დოლარიან დაფინანსებას, იმისთვის, რომ ჩვენ სწორად გავაკეთოთ ინვესტიციები სატყეო სექტორის განვითარებისთვის. ეს, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

ბიომრავალფეროვნება, ჩვენი ბუნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება, შენარჩუნება/კონსერვაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახალ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად.

ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ახალი კანონი შექმნის საკანონმდებლო საფუძველს და ჩამოაყალიბებს პოლიტიკას ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, შეიქმნა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის და კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვქმნით გარემოსდაცვითი კუთხით სწორ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც კონსერვაციისა და დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მერქნიანი მცენარეების უკანონო მოპოვების, ნადირობის წესების დარღვევისა და წიაღისეულის უკანონო მოპოვების შემთხვევებში. ასევე, გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახერხი საამქროების რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების, წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვების, ასევე ყველაზე მანკიერი პრაქტიკის - ელექტროშოკური აპარატის ან ასაფეთქებლების გამოყენებით თევზჭერის შემთხვევებზე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განხორციელდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული რებრენდინგი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. აღსანიშნავია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასის ზრდა, რეინჯერების ხელფასი 100%-ით - 450 ლარიდან 900 ლარამდე უკვე გაიზარდა. ასევე, მიმდინარეობს აღნიშნული უწყებების თანამშრომელთა სადაზღვეო პაკეტებით უზრუნველყოფა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რაც ეფექტიანი კონტროლის საშუალებას მოგვცემს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 036 ფაქტი, მათ შორის სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა 469 საქმე, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს.

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, განხორციელდა რეგულირების ობიექტების 1805 ინსპექტირება, აქედან შემოწმებული ობიექტების 31%-ში დარღვევა არ გამოვლინდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის