logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი მთავარი ამოცანაა
ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი მთავარი ამოცანაა
17:53 05.09.2019
ადგილობრივი წარმოების წახალისება, კერძოდ, საექსპორტო წარმოების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ ძალად.

„ამ მიმართულებითაც გვაქვს საგრძნობი პროგრესი - მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4 პროცენტით და 2,1 მლრდ. დოლარს გადააჭარბა,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველო არის ლიდერი ლიბერალური რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით (ჯამში 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი).

„საგარეო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით სამინისტრო აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას ინდოეთთან და ბრექსიტიდან გამომდინარე, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. საკმაოდ წინ წავიწიეთ ამ პროცესში. მიმდინარეობს მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, აშშ - საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოვების მიზნით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 2018 წლის მაისში განხორციელდა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა საკმაოდ პოზიტიური შედეგები.

„გრძელდება აქტიური კონსულტაციები ექსპერტთა დონეზე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ამ თემაზე დიალოგის შემდგომი გაღრმავების მიზნით და ჩვენ ვართ საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილები“, -განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა