logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია
20:53 03.09.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს. ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.



გამარჯვებული სტარტაპები

• Lupi AI - ანალიკიტური ხელსაწყო განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისთვის. ლუპი AI მონაცემებზე დაყდნობით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა განათლებაში.
• Logmind - კომპანია, რომელიც ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოგ-მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების DevOps და IT ოპერაციულ ჯგუფებს დაეხმარება ავტომატურად გამოავლინონ ხარვეზები თავიანთი აპლიკაციებიდან.
• Qvevry - პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას
• RNSEED Potato Fabrik - კარტოფილის თესლის ინვიტრო კლონირებისა და მინი-ტუბერების გამრავლების უნიკალური ინტეგრირებული აგრო-ბიო ტექნოლოგიური სისტემა.
• Colors of Caucasus - ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგია ბიო ქსოვილის მისაღებად.
• BioCure - ნავთობ-პროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს დაბინძურების გაწმენდის პროცესს.
• My Drug App - აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მედიკამენტები საბითუმოზე უფრო იაფ ფასად.
• Shenia - პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეუქმნან ბავშვს ქართულ ენაზე დაწერილი პერსონალური ზღაპარი, სადაც პატარა ამბის მთავარი გმირია.
• Phubber - სოციალური შოპინგის პლატფორმა - არის მობილური აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმელის ონლაინ მაღაზიის მიქსია.
• Inventors - მეორადი და ახალი ავტო ნაწილების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური პროექტი.
• Travel Guide - ინოვაციური, ტურისტული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითრება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
• Bizon.ge - მანქანა-დანადგარების ონლაინ მარკეტი
• Beauty Lab - საშუალებას აძლევს კლიენტებს სილამაზის სალონში მათი სასურველი პროცედურა დაჯავშნონ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
• Atrion - საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის შექმნა, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო განვითარების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, შეძლონ საერთაშორისო დახმარების პროექტების წარმატებული დანერგვა ნაკლები დროისა და დანახარჯების გამოყენებით.
• RED - სახანძრო დეტექციის (კვამლი, სიმხურვალე, ნახშირჟანგი), ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა (CO2, CO, ადამიანის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, სხვა მავნე აირები). ეს ყველა დეტექტორი და სენსორი დაკავშირებულია ღრუბლოვან პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
• IoGreen - ჭკვიანი სენსორების ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ეხმარება აგრო სფეროს ბიზნესებს და ფერმერებს.
• VTOL - Aerial Vehicle - რამდენიმე ტიპის, მაღალტექნოლოგიური უპილოტო და პილოტირებადი საფრენი აპარატის წარმოება და მათი საშუალებით ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ინოვაციური სერვისების შეთავაზება.
• Unmanned Aerial Vehicle - მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლიც იქნება უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და შეძლებს დააკმაყოფილოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნები
• VADAC - პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის განვითარებას აკადემიურად პატიოსანი ონლაინ სერტიფიცირებისთვის, რათა თვითნასწავლ მომხმარებლებსა და დამსაქმებლებს მთელს მსოფლიოში დაეხმაროს საიმედო სერტიფიცირების გონივრულ ფასად მიღებაში.
• LiveCaller - ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას ურთიერთობა იქონიოს საკუთარი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან ვებ-ზარის, ვიდეო ზარის, ერთობლივი ბრაუზინგის და მიმოწერის საშუალებით სრულიად უფასოდ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის