logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება
18:05 27.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

იური ნოზაძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ითანამშრომლოს ყირგიზეთის რესპუბლიკასთან გამოცდილების გაზიარების და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის რამდენიმე კონკრეტული მიმართულება განიხილეს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, მეცხოველეობა, მემარცვლეობა და მევენახეობა-მეღვინეობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების არსებობის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც გაღრმავდება.
როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყირგიზეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა არსებობს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და მისი განვითარებისთვის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, სასურველია გააქტიურდეს კომუნიკაცია ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა