logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქართული ქარვისფერი ღვინოები კორეაში წარადგინეს
ქართული ქარვისფერი ღვინოები კორეაში წარადგინეს
18:17 26.08.2019
კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში ქარვისფერი ღვინოების სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარმოადგინა.

ღონისძიებას, სადაც 12 ქარვისფერი ღვინო საქართველოდან და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან (იაპონია, ხორვატია, ახალი ზელანდია, იტალია, სლოვენია) იყო წარმოდგენილი, მსოფლიოში ცნობილი ღვინის მწერლები, იმპორტიორები და სომელიები, სულ 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო. დეგუსტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა, თუ რა პერსპექტივა აქვს კორეის ბაზარზე ქარვისფერ ღვინოებს. აქვე 12 დეგუსტატორს საპატიო სერტიფიკატები გადაეცა.

აღნიშნული დეგუსტაცია დეჯონში გამართული ღვინის კონკურსის „აზია ვაინ ტროფის“ (Asia Wine Trophy) ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, „Asia Wine Trophy“ მეშვიდედ გაიმართა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის კონკურსად ითვლება. მასში მსოფლიოს 35 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის შემადგენლობაში იყო 127 ღვინის პროფესიონალი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან.

აღნიშნული ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანია კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის გაზრდა.

საქართველო ასევე საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული დეჯონის ღვინის ფესტივალის გახსნაზე, რომელშიც დეჯონის მთავრობის წარმომადგენლები და ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას ანა გოდაბრელიძე დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა