საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ იკლო
საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ იკლო
20:14 19.08.2019
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივლისში, 2 860.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 311.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ბეჭდვა