logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო
ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო
13:03 19.08.2019
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 23 აგვისტოს ჩათვლით კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

• ქრის ბერი - გამოცდილი აღმასრულებელი ოფიცერი საერთაშორისო ვაჭრობასა და განვითარების ინდუსტრიაში დაგროვილი მდიდარი გამოცდილებით. სერიული ენტრეპრენერი, 9 კომპანიის თანადამფუძნებული. არის აქტიური ენჯელ-ინვესტორი და მოღვაწეობს აშშ-ს ბერკლის მეწარმეობისა და ტექნოლოგიური ცენტრის მეწარმეობის ფაკულტეტზე.
• ალფრედო კოპოლა - აშშ-ს ბაზარზე შეღწევის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. ცენტრი არის სილიკონ ველის მაღალტექნოლოგიური ბიზნეს-ინკუბატორი უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ სილიკონ ველის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გზებს. კოპოლას აქვს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში.
• გეილქრისტინგენონი - Wave Edge Capital-ისმმართველიდირექტორიდაEnsanté LLC-სდამფუძნებელი, აქვს დამწყები მეწარმეების კონსულტირების 15-წლიანი გამოცდილება. იგი ეხმარება კომპანიებს აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი და მოიზიდონ ინვესტორები.
• პედროსანტოს ვიეირა - მეწარმე და ინვესტორი. გამოცდილი ბიზნესის მართვის, განვითარებისა და ოპტიმიზაციის სპეციალისტი ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარებით. არის გამოცდილიმენტორი განვითარების ნებისმიერ ფაზაში მყოფი სტარტაპებისთვის.
• ტომას ნასტასი - ფორდმოტორსთან, მულტიფასტენერთან, დონელიმირორთან და სხვა ცნობილ კომპანიებთან შექმნილი თავისი ადრეული კარიერის შემდგომ 1986 წელს აფუძნებს VC, PE საგრანტო ფონდს აშშ-ში, კანადაში, ევროპაში, აფრიკაში, ყაზახეთსა და რუსეთში. ფონდის კაპიტალი გაზარდა 4 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა - 100 000-დან 10 000 000 დოლარამდე.

მოსამზადებელი ტრენინგების შემდეგ ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 3 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა