logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში
გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში
17:24 17.08.2019
ექსპერტი გია აბაშიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.
"არცა შიოლა ყოფილა?"

სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში.

რა გამოვიდა? ხაზარაძემ წინასწარ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაგრამ მაინც გააფორმა. ალბათ, რაღაც გეგმა ჰქონდა და იმედი, რომ ამ გეგმით შედეგს დადებდა. სანამ ტენდერით მოთხოვნილი გამოცდილი პარტნიორის შემოყვანას მოახერხებდა, დახარჯა ცოტა ფული, პარალელურად ელაპარაკებოდა ბანკებს პროექტის დაფინანსებაზე, მაგრამ ვერ დაარწმუნა ისინი. როგორც ჩანს, ბანკებმა ვერც ძლიერი პარტნიორი დაინახეს პროექტში და ვერც იმაში დარწმუნდნენ, რომ ხაზარაძის კონსორციუმი პორტის ოპერირებას შეძლებდა. შესაბამისად, ბანკებმა მოითხოვეს გარანტიები. და ხაზარაძე რა გარანტიებს მისცემდა? ამიტომ, მიადგნენ ისევ სახელმწიფოს.

სახელმწიფოსგან ხაზარაძეს ჰქონდა ყველანაირი ხელშეწყობა. თუ არ ვცდები, 7-ჯერ გადაუვადეს მშენებლობის დაწყების ვადა, არც ჯარიმები გადაახდევინეს.
ახლა კი სახელმწიფოს თხოვენ აბსოლუტურად ყველა რისკის საკუთარ თავზე აღებას.
გამოდის, რომ თუ ხაზარაძემ პორტი ვერ აამუშავა, ის ფული, რაც ხაზარაძეს მივეცით, სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს.

და მავანნი ამბობენ, რომ სახელმწიფო ტყუის, როდესაც უარს ამბობს ამ პირობაზე? იქნებ არ მესმის და ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა დაუდგეს ისევ სახელმწიფო ხაზარაძეს გვერდზე და ხალხისგან ამოღებული ფული რატომ უნდა გადაუხადოს ხაზარაძის მევალეებს?

სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები თუნდაც ანაკლიის პორტის გამო? რატომ უნდა გარისკოს ასე? უამრავ და მათ შორის მილიარდიან პროექტებს მართავს სახელმწიფო. თანაც პარტნიორებად ამ პროექტებში ზუსტად ეს ბანკები ჰყავს და თვითონ გამოართმევს ფულს, თვითონ იქნება გარანტორიც და თავად ააშენებს ამ პორტსაც.
არ არის ეს ლოგიკური? თუ მაინცდამაინც ხაზარაძე უნდა გავამდიდროთ?

ძალიან საწყენია ის, რომ ხალხს ხელის გულზე დადებული ფაქტების არ სჯერა და შავი ზღვის წყალქვეშ მცურავი პუტინი ადვილად დაიჯერა. სანამ ხაზარაძე და მისი სიტუაციური მოკავშირენი ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილებით ხალხის აზრის ფორმირებას ახერხებენ არაფერი გვეშველება. მაშინ გვჯეროდეს ზღვაში ჩაბუდებული წითელი არმიის და ამასობაში ხაზარაძე ჩვენი ფულით დაზღვეული პორტიდან მიღებულ მოგებას ჯიბეში ჩაიდებს. მერე მოვა და ამ ფულს გვასესხებს. არც თუ ისე დაბალ პროცენტში..." - წერს საკუთარ "ფეისბუქზე" ექსპერტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის