logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც
დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც
16:23 17.08.2019
„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს. ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად განვითარებადი სექტორია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „საქსტატის“ მიერ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც ენერგეტიკაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ნაკლებია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2017 წელს, რომლის დროსაც რეკორდულად დიდი მოცულობის ინვესტიცია იყო მოზიდული ეკონომიკაში, დასრულდა რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მშენებლობა და ბაქო - სუფსის ნავთობსადენის რეაბილიტაცია. აღნიშნული ინვესტიციის გამოკლებით, 2018 წელს ენერგეტიკაში მოზიდული ინვესტიცია იდენტურია იმ მაჩვენებელებისა, რომლებიც ხორციელდებოდა დარგში გასულ წლებში. „მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ყოველწლიურად არ მიმდინარეობს, ამდენად, დარგის მდგრადობაზე საუბრისას, ამ გარემოებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილი არ არის. ამავე დროს, სახეზეა ინვესტორების მზარდი ინტერესი ენერგეტიკის მიმართ, იქნება ეს ჰიდროსადგური, მზისა და ქარის ენერგეტიკა, თბოსადგურები და სხვ.,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებულია 28 ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას შეეხება. მიმდინარე წლის აპრილში კი წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე, რომლის დროსაც 750 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს დაწყებული პროექტების ან უკვე ხელმოწერილი მემორანდუმების უკან ქართველი ინვესტორები დგანან, რაც მისასალმებელია. მინისტრის მოადგილემ ერთერთ მაგალითად დაასახელა 230 მვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა და მას ადგილობრივი ინვესტორი ნავთობისა და გაზის კორპორაცია აშენებს, ინვესტიციის მოცულობა კი მინიმუმ 170 მლნ აშშ დოლარი იქნება.

„ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. სამომავლოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მიმართ მეტი პოპულარიზება გავწიოთ. ენერგო ბაზრის რეფორმის შემდეგ ჩვენ ველით პოტენციური ინვესტორების მეტ დაინტერესებას ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა