logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს
ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს
15:41 17.08.2019
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს და იმ გამოწვევების ფონზე, რომლების წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დღეს დგას აღნიშნული მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვებას.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს.

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება, ხოლო კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. ჯამში, FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი დღეს ბიზნეს გარემოს მიმართულებით არსებულ იმ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებზეც საუბარია „ფიტჩის“ (Fitch) რეიტინგში.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის მოლოდინების მართვა.

„მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან საგარეო რისკებზე, რეგულაციებზე, რეფორმებსა და ლარის კურსზე, რათა ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდეს" - ამბობს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა