logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით მინიმუმამდე შეგვემცირებინა აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი და გადაგვერჩინა თხილის მოსავალი
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით მინიმუმამდე შეგვემცირებინა აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი და გადაგვერჩინა თხილის მოსავალი
17:33 16.08.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზუგდიდში, ფერმერებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და თხილის გადარჩენის პროგრამის შედეგები შეაჯამეს.

ლევან დავითაშვილმა მოკლედ მიმოიხილა განვლილი პერიოდი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები და განხორციელებული სამუშაოები.

„2016 წლიდან, აზიური ფაროსანა რეალურ პრობლემად იქცა საქართველოში. ეს იყო წელი, როდესაც მეცნიერების მიერ პირველად დაფიქსირდა აზიური ფაროსანას მავნებლობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ძირითად, ეს იყო სამეგრელოს რეგიონი და სიმბოლურიც არის, რომ დღეს, ბრძოლის ღონისძიებების გარკვეულ შედეგებს სწორედ ზუგდიდში ვაჯამებთ.

2016 წლიდან მოყოლებული, ჩვენი პარტნიორები აშშ-დან მუდმივად ეხმარებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში, რადგან ეს იყო აბსოლუტურად ახალი მავნებელი, რომელსაც ადგილობრივ გარემოში არ ყავდა ბუნებრივი მტერი და მის გავრცელებას ვერაფერი აჩერებდა. შესაბამისად, პირველი წელი იყო საკმაოდ მძიმე. საკმაოდ რთული იყო 2017 წელიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ. იმ პერიოდში, ჩვენ გვქონდა მხოლოდ 17 ერთეული სპეციალური ტექნიკა და ეს იყო ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას მცენარეთა დაცვის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით გააჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი" - განახადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მომავალ წლებში შესაძლებელი გახდება მავნებლის სრულ კონტროლში მოქცევა.

"2017 წელს, ჩვენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ყოველ წელს ვამბობდით, რომ თუ გვექნებოდა თანმიმდევრული პოლიტიკა, გავაუმჯობესებდით ბრძოლის ღონისძიებებს და შედეგიც უკეთესი იქნებოდა. სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, მე ვფიქრობ, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ ქვეყნისთვის, დიდწილად დაძლეულია და ჩვენ, მომავალ წლებში, შევძლებთ მავნებლის სრულ კონტროლში მოქცევას.

პირველი დღიდან, სწორედ ამერიკელი მეცნიერების ჩართულობით, ჩვენ შევძელით მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენი მეგობრებისგან, USAID-ისგან მივიღეთ არამხოლოდ ტექნიკური, არამედ მატერიალური - რამდენიმე მილიონიანი დახმარება იმისთვის, რომ შეგვექმნა რეალური შესაძლებლობები მცენარეთა დაცვის და მავნებელთან ბრძოლის კუთხით. შედეგად, დღეს ჩვენ გვყავს 250 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი, სპეციალური სამუშაო შტაბი, რომელიც ამ მავნებელს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ებრძვის. ეს არ არის მხოლოდ სამეგრელოს რეგიონი, ეს არის გურია, იმერეთი და აჭარა. მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი შესაძლებლობები დღეს და 2017 წელს. არ შემიძლება არ აღვნიშნო და მადლობა არ გადავუხადო ყველა სხვა დონორს, მათ შორის ევროკავშირს, რომელიც ამ წლების განმავლობაში, მხარში გვედგა და ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდა ამ შესაძლებლობების შექმნის კუთხით. ამავე დროს, ვფიქრობ, მმართველი გუნდი ერთსულოვანი იყო ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მაღალი სახელმწიფო პრიორიტეტულობის მქონე ამოცანა, გვქონდა დიდი მხარდაჭერა პარლამენტიდან, ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტს.

ჩვენ გამოვყავით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და სამ წელში გარდატეხა შევიტანეთ მავნებელთან ბრძოლის კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის უმოკლესი ვადა მავნებელთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით.

ბევრ ქვეყანას, ჩვენზე უფრო დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებს, რომლებსაც არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მნიშვნელოვანი სამეცნიერო რესურსები გააჩნიათ, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 10 წელიწადზე მეტი დასჭირდათ. მსოფლიოს მასშტაბით, მავნებელის მიერ სოფლის მეურნეობის დარგში მიყენებული ზარალი ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს. აზიური ფაროსანა გავრცელებულია, როგორც აშშ-ში, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში.

იმისთვის, რომ პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერიოდში მოვახდინოთ, კონტროლში მოვაქციოთ, მნიშვნელოვანია, რომ მავნებელს გარემოში ჰყავდეს ბუნებრივი მტერი, რომელიც მის პოპულაციას დაარეგულირებს. შესაბამისად, სამეცნიერო მუშაობა, მეცნიერების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებისას. სწორედ ამიტომ, საქართველოში მიმდინარეობს ბიოსაწარმოო ლაბორატორიის შექმნა, სადაც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანა მოხდება. ამ პროექტს სამინისტრო 2 წელია ახორციელებს.

ჩვენ, ბევრი რამის ნულიდან დაწყება მოგვიწევს, რათა ყველასთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. საბოლოო მიზანი არის მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, დაფასდეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული თქვენი შრომა. ამ კუთხით, 2017 წელს, გვქონდა დიდი გარღვევა, შესაბამისად, 2018 წელი დაიგეგმა განსხვავებულად და ეს იყო გარდამტეხი წელი. პრემიერის უშუალო მხარდაჭერით, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური ჩართულობაც უზრუნველვყავით. ადგილებზე იყო სრული მობილიზება. ეს იყო ის რგოლი, ის აუცილებელი კომპონენტი, რაც ჩვენ წინა წლებში გვაკლდა და რომლის გარეშეც, ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევდით. რა ღონისძიებებიც არ უნდა დაგეგმოს სახელმწიფომ, თითოეული თქვენგანის ჩართულობის გარეშე, ჩვენ შედეგებს ვერ მივაღწევდით. სწორედ ამიტომ, სლოგანი იყო -მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ აზიური ფაროსანა. მხოლოდ ასეთი ჩართულობით, თითოეული ფერმერის მობილიზებით, ჩვენ შევძელით ასეთი შედეგის მიღწევა" - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, წელს საქართველოში თხილის ხარისხიანი მოსავალი ქინება.

"წელს, გვექნება თხილის ხარისხიანი მოსავალი, დაახლოებით 40 000 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს თხილის საექსპორტო ბაზრებზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ აგრონომიულ წელიწადში, საქართველო მხოლოდ თხილის ექსპორტისგან მიიღებს 100-110 მლნ დოლარის შემოსავალს, რაც ქვეყნის ეკონომისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო შემოსავალი იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემოსავალი განაწილდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდეთ. აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თქვენ დაკარგეთ შემოსავალი. ბოლო წლებში, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მძიმე ფონი სამეგრელოში, გურიაში, დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში. ჩვენი მაქსიმალური მობილიზებით და თქვენი აქტიური ჩართულობით, ამ გამოწვევას გავუმკლავდით და დიდწილად დავძლიეთ. ჩვენ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც იმისთვის, რომ მომავალ წელს არ გვქონდეს აზიური ფაროსანას პოპულაციის ზრდა. აუცილებელია რამდენიმეწლიანი ღონისძიებები, რომ სასურველი შედეგი გვქონდეს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან. მათი გამოცდილებით და აქტიური მუშაობით, ჩვენ შევძელით 15 000 ფერმერის მობილიზება. ეს იყო უპრეცედენტო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ამასთან, იყო მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო დონორის USAID-ის მხრიდან. მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ხარისხიანი მოსავლის მიღება. წლების განმავლობაში, თხილის ინდუსტრიის ჰქონდა გამოწვევა ნედლეული ხარისხის სახით. საექსპორტო პროდუქტი არ იყო კონკურენტუნარიანი. ვფიქრობ, რომ პრობლემამ, რომელსაც აზიური ფაროსანა ჰქვია, ჩვენ გაგვაერთიანა და საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს წარმატების პირველი ნაბიჯია, იმიტომ რომ წინ გასავლელია გრძელი გზა, მაგრამ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ მავნებელთა ბრძოლას, არამედ დარგის ხელშეწყობას და განვითარებას“ - აღნიშნა მლევან დავითაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის