logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
პრემიერი: მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა
პრემიერი: მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა
16:46 16.08.2019
ეს ტენდენციები, რაც გვაქვს, მე მაძლევს იმედს, რომ მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა.

„დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, ალტერნატივა არ აქვს. მე კარგად მახსოვს ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ინვესტიციები ამ დარგში იყო უსაფუძვლო და რომ სოფლის მეურნეობას თურმე საქართველოში პერსპექტივა არ ჰქონდა. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ რეფორმები, 900 მილიონ დოლარზე მეტი დეფიციტი გვქონდა მარტო სოფლის მეურნეობით პროდუქციის ვაჭრობაში. ჩვენ შევძელით და ის შევამცირეთ სამჯერ. რომ არა ეს გამოწვევა, რომელიც გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, ჩვენ წელსვე შევძლებდით ამ დეფიციტის სრულად აღმოფხვრას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებსა და აზიური ფაროსანას წიმააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, მათი მეცნიერების ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს. მათ მართლაც 24-საათიან რეჟიმში შეძლეს შეუძლებელი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფერმერებს. ეს პროექტი იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ როდესაც არის სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევაც ვერ შევძლოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თხილის მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა