logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი
მამუკა ბახტაძე: ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი
11:42 16.08.2019
ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ ამ დარგის დაკნინება გამოიწვია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ 6 წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. მოდით მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი. თითქმის მილიარდის დეფიციტი ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს, ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში. დღეს 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებული არის 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც შეიქმნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება სწორედ თქვენი დამსახურება, ჩვენი ფერმერების“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის