ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,9321 შეადგინა
ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,9321 შეადგინა
17:19 06.08.2019
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციის მიუხედავად, კვლავ გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური კურსი 2,9321-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,2840 ლარია.

ბეჭდვა