logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მდგენელი, დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან
ირაკლი მეზურნიშვილი: კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მდგენელი, დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან
19:45 05.08.2019
„კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მდგენელი, დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან“, - ამის შესახებ, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ის ფაქტი, რომ ივლისში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და რუსეთის მიერ შესაძლო ეკონომიკურმა ემბარგომ ლარის კურსს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ცხადია მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის კურსის სტაბილურობა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული, თუმცა ვერც გვერდს ავუვლით რუსეთის ფაქტორს, რომელთანაც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ სოლიდური ნაწილი არის დაკავშირებული, მითუმეტეს მაშინ, როცა დარგები, სადაც რუსეთის გავლენა დიდია, მაღალია ინკლუზიურობის მაჩვენებელიც, მაგალითად ტურიზმი, მეღვინეობა, მევენახეობა. შესაბამისად რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ლარის კურსის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მდგენელია.

ტურიზმის უახლესი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, თითქოს რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მხოლოდ 6,4%-ით შემცირების გამო, კურსი არ უნდა დავარდნილიყო, თუმცა ავიწყდებათ კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მდგენელი, რაც დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან. ჩვენ ნათლად დავინახეთ სიტუაცია, რომ ოპოზიციამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც პარტიული აქტივით, ისე სატელიტი ტელევიზიის მეშვეობით, სცადა დესტაბილიზაციისთვის მიეღწია ქვეყანაში, რასაც აუცილებლად მოყვებოდა ეკონომიკისთვის გარკვეული ზიანი, რაც შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდებოდა. რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს პროვოცირება და შიდა არეულობების მოწყობა მუდმივი აქციების გზით, აუცილებლად იქონიებდა გავლენას მოლოდინების ფაქტორზე, რაც კურსზეც ნეგატიურად აისახებოდა. ოპოზიციის ჩანაფიქრი სწორედ ამგვარი სცენარით განვითარდა და ტურისტული სეზონის ფაქტობრივად ჩავარდნა გამოიწვია. კერძოდ, მცირე საოჯახო სასტუმროებს, თუ ქონდათ დაგეგმილი მომავალი წლისთვის პირობითად 1000 დოლარის მოგება რუსი ტურისტების ხარჯზე, მიიღეს 100 დოლარი, იმის გამო, რომ ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა. რაც შესაძლოა ბანკიდან აღებული ვალდებულებების გასტუმრებას მოხმარდა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ შექმნილმა არასტაბილურმა მდგომარეობამ სხვა ქვეყნის ტურისტებსაც მიაღებინა გადაწყვეტილება თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან. სწორედ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ქმედებების გამო უცხოელი ინვესტორების ნაწილმაც თავი შეიკავა ინვესტიციების განხორციელებისგან, რაც მომავალში დამატებითი წნეხი იქნება ლარზე.

გარდა ამისა, როდესაც პირველად გახდა ცნობილი სავარაუდო რუსული ემბარგოს შესახებ, ამ შემთხვევაში რთული წარმოსადგენი არაა, თუ რას მოიმოქმედებდნენ ის ექსპორტიორი კომპანიები, რომლებიც მეტწილად რუსულ ბაზარზე იყვნენ დამოკიდებული. ცხადია ისინი დაიწყებდნენ დოლარის მარაგების გაკეთებას და ასეც მოხდა. გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი გარემო ბიზნესს უბიძგებს დოლარის გარკვეული მარაგი უზრუნველყოს, ვინაიდან ხვალ და ზეგ არ იცის რა კურსი იქნება სწორედ შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო ინსპირირებული. შესაბამისად, გაზრდილმა მოთხოვნამ დოლარზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია ლარის კურსზე და დეფიციტი ვეღარ დააბალანსა სხვა წყაროებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. რეალურად მოხდა ისე, რომ ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობამ, ერთი მეორის მიყოლებით დააზარალა ისეთი სექტორები, სადაც ხალხი მასობრივად არის დასაქმებული და მოლოდინი ქონდა, რომ სეზონზე საარსებო შემოსავალს მცირედით მაინც გაზრდიდა. ასეთებია მცირე ტურისტული მეურნეობები, ტაქსის მძღოლები, გიდები, ტურისტული კომპანიები, ღვინის ექსპორტიორი კომპანიები, მევენახეები და ა.შ. თუ გვინდა, რომ რეალური სურათი დავინახოთ, თუ რა ზარალი მიაყენა ოპოზიციურმა აქციება ეკონომიკის რეალურ სექტორს, მაშინ ვკითხოთ თითოეულ ზემოთხსენებულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, მოვიაროთ რეგიონები და გავიგოთ როგორია ხალხის პოზიცია. ჩემთვის ეს არის ბარომეტრი და დანამდვილებით ვიცი, რომ ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო, ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა ძალიან უარყოფითად განეწყო უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიმართ, რომელიც არის თავი და თავი შექმნილი ვითარების. მიმაჩნია, რომ სწორედ უარყოფითი მოლოდინების დამკვიდრებამ ბიზნესში შეუწყო ხელი ლარის ვარდნას დოლართან მიმართებაში, ეს კი მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ყველა შესაძლო გზით საცად პარლამენტის შტურმით აღება და ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის დამკვიდრება“, - წერს მეზურნიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის