logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ლარის კურსი მყარდება და ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი
ნათია თურნავა: ლარის კურსი მყარდება და ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი
23:52 02.08.2019
„როგორც ვაცხადებდით, ლარის კურსი მყარდება და ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი - ლარი იყო ზედმეტად, ხელოვნურად გაუფასურებული, რადგან პოზიტიურია 6 თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკა იზრდება, საგარეო ვაჭრობის ბალანსი უმჯობესდება, შესაბამისად, ეკონომიკაში არანაირი სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს, რომ ლარის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური მდგრადობის შესაბამისი.


„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რეალურად, ლარის კურსის რყევები მოყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტის შტურმს, რაც შემდგომში აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში - გაკეთდა ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლიათ საკმაოდ ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკური განვითარება იძლევა შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი, მყარი ვალუტაა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდეს.


„ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული კორექტივები განახორციელოს, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის